ოვატო ჯორჯია (შპს) საქართველოს ბაზარზე 2011 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ლოვატო ჯორჯია არისLovato Gas spa -ს (იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი)ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. დაარსების დღიდან ლოვატო ჯორჯია 5000-ზე მეტ კლიენტს მოემსახურა და ეს მაჩვენებელი დღიღიდღე მატულობს.

მთავარი პრიორიტეტი კმაყოფილი მომხმარებელია. საქმიანობის დაწყებამდე ლოვატო ჯორჯიამ მოიწვია იტალიელი ინჟინრები და ორგანიზება გაუწია ქართველი ინჟინრების ინტენსიურ გადამზადებას ლოვატოს მეხუთე თაობის გაზის აპარატურის მონტაჟსა და შემდგომ მომსახურებაში, რაც მომსახურების მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას განაპირობებს.

კომპლექტი, რომელიც ავტომობილზე მონტაქჟდება არის იტალიის ლაბორატორიაში ვარგისიანობაზეა შემოწმებული და აკმაყოფილებს ISO სტანდარტებს. ლოვატო ჯორჯია ცდილობს რაც შეიძლება ახლოს იყოს თავის მომხმარებლებთან. ამჟამად ლოვატო ჯორჯიას შვიდი ფილიალი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ზესტაფონში, თელავში და ახალციხეში ფუნქციონირებს.
დაწვრილებითი ინფორმაცია ფილიალების მდებარეობებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ იხილეთ კონტაქტების გვერდზე.